საზოგადოება
25.09.2023 11:33
გორში ხვალ დასაქმების ფესტივალი გაიმართება
ხვალ, 26 სექტემბერს, გორი, დასაქმების ფორუმს, მცირე მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვას და პროფესიულ მასტერკლასებს უმასპინძლებს.
ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროექტ ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის’’ და „განჯაფას კლუბის“ ორგანიზებით გაიმართება.

დასაქმების ფორუმზე წარდგენილი იქნება 30-მდე ადგილობრივი და ქსელური ბრენდის 500 ვაკანსია და სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს.

„დასაქმების ფორუმი ახალი ფორმატი და ახალი სივრცეა საკუთარი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მობრძანდით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის ქუჩა 53), გაეცანით ადგილობრივი წარმოების პროდუქციას, შეხვდით 30-მდე დამსაქმებელს და დაესწარით პროფესიულ მასტერკლასებს.

დასაქმების ფესტივალი 13:00 საათზე დაიწყება და სტუმრებს 16:00 საათამდე უმასპინძლებს“, - ნათქვამია გორის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
 
კვირის ამბები