კულტურა
25.09.2023 10:19
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრმა 179-ე შემოქმედებითი სეზონი გახსნა
გორის თეატრმა 179-ე შემოქმედებითი სეზონი გასულ წელს აღიარებული სპექტაკლით გახსნა და მაყურებელს ნოდარ მაჭარაშვილის მოთხრობის - „ქეიფი სოლოლაკში“ - მიხედვით დადგმული, ამავე სახელწოდების სპექტაკლი წარუდგინა.

მეოცე საუკუნის საქართველოში განვითარებული ისტორიული მოვლენები სცენაზე თანამედროვე რეჟისორმა და გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ გააცოცხლა.

რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, „ქეიფი სოლოლაკში“ მოგვითხრობს საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრის და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელ კონსტანტინე (კოტე) აფხაზზე, მის თანამოაზრეებზე, თანამებრძოლებზე და მოვლენებზე, რომელიც იმ პერიოდის საქართველოში ვითარდებოდა.
კვირის ამბები