საზოგადოება
25.09.2023 10:12
საქაშეთში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატა. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ახალი ბაღი საქაშეთში აშენდა.

შენობა თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და 50 ბავშვზეა გათვლილი.
საქაშეთის ბაღის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი დაესწრნენ.

„ამ დრომდე საქაშეთში მცხოვრები აღსაზრდელები დაქირავებულ კერძო სახლში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სასწავლო წელი გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებულ შენობებში კიდევ ორმა ბაღმა დაიწყო.
უახლოეს პერიოდში კი, კიდევ ორი ახალი ბაღის გახსნაა დაგეგმილი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
კვირის ამბები