კულტურა
22.09.2023 13:51
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს ხვალ გახსნის

გორის თეატრში 179-ე თეატრალური სეზონი ხვალ, 23 სექტემბერს დაიწყება და მაყურებელი თეატრის მიერ 2022 წელს აღიარებულ სპექტაკლს - „ქეიფი სოლოლაკში“ იხილავს.

პიესა ნოდარ მაჭარაშვილის მოთხრობის - „ქეიფი სოლოლაკში“ - მიხედვით რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ დადგა.

ცნობისთვის, „ქეიფი სოლოლაკში“ მოგვითხრობს საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრის და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელ კონსტანტინე (კოტე) აფხაზზე, მის თანამოაზრეებზე, თანამებრძოლებზე და მოვლენებზე, რომელიც იმ პერიოდის საქართველოში ვითარდებოდა.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები