საზოგადოება
22.09.2023 13:42
„გორის ახალგაზრდული ცენტრში“ ახალგაზრდების მიღება დაიწყო - რას სთავაზობს ორგანიზაცია წევრებს

„გორის ახალგაზრდულ ცენტრში“ ახალი წევრების მიღება დაიწყო.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და წვლილის შეტანა ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაში, უნდა გაწევრიანდნენ „გორის ახალგაზრდულ ცენტრში“.

„თუ ხარ 30 წლამდე ახალგაზრდა და გსურს საკუთარი თავის განვითარება სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით და შენი წვლილის შეტანა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში, გახდი ჩვენი გუნდის წევრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება იმას, თუ რას მიიღებს ახალგაზრდა ორგანიზაციის წევრობით: შესაძლებლობებს, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტის ორგანიზებაში; თავად შექმნან პროექტი; მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებში; განივითარონ გუნდური მუშაობის უნარები და შეიძინონ მეგობრები.

„გორის ახალგაზრდულ ცენტრის“ წევრობის მსურველებმა უნდა შეავსონ ფორმა: http: // bit.ly / GYCMember, ხოლო აპლიკაცია იქნება მუდმივად ღია და ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი მისი გამოყებენა.

კვირის ამბები