გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო, ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო სახელოსნო-მინი გალერეის ხელმძღვანელის შესარჩევად, კონკურსს აცხადებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს დოკუმენტაციის წარდგენა შეუძლიათ დღეიდან, 20 სექტემბრიდან, 26 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.
„დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს“ კანცელარიაში (მის.: გორი, სტალინის გამზ#16) ან/და სააგენტოს ელექტრონულ მეილზე: developmentgori @ gmail. com
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განცხადების გადარჩევით და გასაუბრებით.
აპლიკანტებს (ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს) წინასწარი შეტყობინების (ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით) საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას, გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, განსაზღვრულია თვეში დარიცხული 880.00 (რვაას ოთხმოცი) ლარის ოდენობით.