კულტურა
21.09.2023 12:17
გორელი მსახიობი ქიშვარდ მანველიშვილი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობმა მორიგი წარმატება მოიპოვა.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ფესტივალზე ფილმში - „აქ შორიახლოს“, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მსახიობი ქიშვარდ მანველიშვილი დააჯილდოვეს.
შეგახსენებთ, გორელ მსახიობს 60-მდე როლი აქვს შესრულებული თეატრსა და კინოში. არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2001 წ.), მიღებული აქვს საქართველოს თეატრალური საზოგადოება - „დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის“ ჯილდო (2019 წელი).
კვირის ამბები