სპორტი
21.09.2023 11:26
გორის „დილა“ ბათუმის „დინამოსთან“ დამარცხდა

გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გადადებული მატჩი მარცხით დაასრულა. „დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას მე-2 წუთზე ანგარიში ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა გახსნა. მე-14 წუთზე კი საკუთარი გუნდი კიდევ ერთი ქულით ლევან ხარაბაძემ დააწინაურა და სხვაობა 2 ქულამდე გაზარდა. მესამე გოლი გორელთა კარში პაატა ღუდუშაურმა გაიტანა.

რაც შეეხება გორის „დილას“, მე-80-ე წუთზე ბათუმელების კარში ერთადერთი გოლი მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა.

ცნობისთვის, გორის „დილა“ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო თამაშს გუნდი წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ გამართავს.

კვირის ამბები