საზოგადოება
20.09.2023 15:09
სკოლის მოსწავლეებისთვის გორში „გერმანული კლუბი“ შეიქმნება

პროექტის „აღმოაჩინე კავკასია“ ფარგლებში, გორის განვითარების სააგენტოს გერმანელი მოხალისეების ჩართულობით, სკოლის მოსწავლეებისთვის „გერმანული კლუბი“ ყალიბდება.

გორის განვითარების სააგენტოს ცნობით, კლუბი მოსწავლეებს მხიარული და შემეცნებითი სავარჯიშოებით გერმანული სალაპარაკო ენის და ქვეყნის კულტურის გაცნობას სთავაზობს.

„გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო, გერმანულ პარტნიორ ორგანიზაციასთან (European Intercultural Forum e.V.) ერთად, ამა წლის სექტემბრიდან ახორციელებს ევროკომისიის ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „აღმოაჩინე კავკასია“, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდულ სფეროში სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით, ორგანიზაცია ერთი წლის განმავლობაში მასპინძლობს გერმანელ მოხალისეებს. სწორედ ამ მიზნით ჩვენი მოხალისეები ესტუმრნენ მეცნიერებათა სკოლას, სადაც ინგლისური და გერმანული ენების სწავლების მეთოდოლოგიას გაეცნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კვირის ამბები