საზოგადოება
20.09.2023 11:42
საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს გორის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები გაეცნენ

გორის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს გაეცნენ, - ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების და დანერგვის მნიშვნელობის შესახებ.

„შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და როგორ ჩატარდება როგორც პირველი ოქტომბრის, ისე 2024 წლის არჩევნები. გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და საკრებულოს წარმომადგენლებმა პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა. შეხვედრის დასასრულს მოეწყო დისკუსია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობითვის, საარჩევნო სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ სახელმწიფო სტრუქტურებიდან პირველი შეხვედრა გორის საკრებულოში გამართა.

კვირის ამბები