საზოგადოება
19.09.2023 16:11
ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 5-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII და IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 22 სექტემბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, დამსაქმებელს 2 ოქტომბერი აქვს მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები