საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა საგრანტო კონკურსს აცხადებს.
კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეების და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების (29 წლის ჩათვლით) ერთობლივ სამოქალაქო აქტივობებს მათი სკოლის და საზოგადოების საკეთილდღეოდ.
„კონკურსის მეშვეობით ხელი შეეწყობა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას, ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე მათ სამოქალაქო ჩართულობას და აქტიური ახალგაზრდების ქსელის ფორმირებას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 აშშ დოლარს“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, შეუძლიათ შეკითხვები გააგზავნონ ელ.ფოსტაზე: ge-grants @ ph-int. org, ან 15 ოქტომბრამდე დარეგისტრირდნენ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე: https: // tinyurl.com/ 3fu3h9c2
შეხვედრაზე დასწრებისთვის, ასევე, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდე შემდეგი ბმულის მეშვეობით: https: //docs. google. com/forms/d/ 1nMCUKjfYpa2Mm0dM4n5wT8lcSHr0LQ6U _ TgjSLyfeQ4/ viewform?edit _ requested = true.
კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 31 ოქტომბერია.
ცნობისთვის, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს PH International საქართველო.