გორელი მოკრივე ლუკა ნიქაბაძე, საბერძნეთში გამართული ვასილი ტოპალოსის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია, - ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სპორტსმენი კადეტთა შორის საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ვერცხლის პრიზიორია.
შეგახსენებთ, ლუკა ნიქაბაძე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის წარმომადგენელია.