საზოგადოება
19.09.2023 15:38
საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში პირადობის ელექტრონული მოწმობა აიღოს
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში პირადობის ელექტრონული მოწმობა აიღოს. კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში კი, აღნიშნული დოკუმენტის დამზადება შესაძლებელია 14 წლამდე არასრულწლოვნისთვისაც.

„პირადობის ელექტრონული მოწმობა მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან დაცული დოკუმენტია, რომლის მიღება დაინტერესებულ პირებს იუსტიციის სახლებში და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ. მზა დოკუმენტი ათ სამუშაო დღეში გაიცემა, პირადობის ელექტონული მოწმობის გაცემა შესაძლებელია დაჩქარების წესითაც“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები