24 სექტემბერს გორის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო ღონისძიება „ერთად ნიკასთვის“ გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების - თამარ ნონიკაშვილის და დავით დვალიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქველმოქმედო ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ნიკოლოზ შუბითიძის დასახმარებლად იმართება.
„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ნიკოლოზ შუბითიძეს დაუდგინდა სქოლიოზი, მძიმე ფორმებში, მისი მკურნალობისთვის საჭიროა 25000 დოლარი. ამიტომ, 24 სექტემბერს გორის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო ღონისძიება „ერთად ნიკასთვის“ გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ბენდი SOFT WAVE, ქორეოგრაფიული ანსამბლები: ატენის ანსამბლი „სიონი“, „შუშპარი“ და გორის ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონი“, ასევე, საღამოს თქვენს წინაში წარსდგებიან ახალგაზრდა უნიჭიერესი მომღერლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქველმოქმედო ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება და ბილეთები გორის კულტურის ცენტრში გაიყიდება.
მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლია საბანკო ანგარიშზეც: GE16TB7857645061600042 (მიმღებია დავით დვალიშვილი, დანიშნულება: ნიკასთვის).