დასუფთავების მსოფლიო კამპანიას - „დავასუფთავოთ მსოფლიო“ გორიც შეუერთდა.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასუფთავების აქციაში გორის მერიის და კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. აქციას მოხალისე ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.
„დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების სწორად მართვაა, რაც ზეგავლენას ახდენს გარემოს გაუმჯობესებასა და კლიმატის ცვლილების პროცესზე. სწორედ ამ მიზნით, ყოველი წლის სექტემბერში მსოფლიოში იმართება საერთაშორისო კამპანია - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით 1993 წელს დაფუძნდა.
კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ნარჩენების რუკების შედგენას, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას. კამპანიას გორის მუნიციპალიტეტი ყოველ წელს უერთდება“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
2023 წელს, აღნიშნულ ღონისძიებაში 197 ქვეყნის მილიონობით მოქალაქე ჩაერთო, მათ შორის სახელისუფლებო წრეების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. რაც შეეხება საქართველოს, კამპანიაში - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ , „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ ინიციატივით, 2010 წლიდან ჩაერთო.