კულტურა
18.09.2023 13:19
გორის თეატრი საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ფესტივალი გორის თეატრის ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

მუსიკალური საღამოები 27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე ვებგვერდზე: www. biletebi. ge

კვირის ამბები