სპორტი
15.09.2023 14:16
გენო პეტრიაშვილი ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

16-24 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში გორელი სპორტსმენი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) იასპარეზებს.

პეტრიაშვილი საჭიდაო ხალიჩაზე 16 სექტემბერს გამოვა.

ცნობისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში ქვეყნის ღირსებას გორელ სპორტსმენთან ერთად, რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), შოთა ფარტენაძე (61 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.), გიორგი ელბაქიძე (70 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ.), მირიან მაისურაძე (92 კგ.) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) დაიცავს.

 

კვირის ამბები