საზოგადოება
15.09.2023 13:53
გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ხურვალეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვალდიმერ ხინჩეგაშვილი, მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრთან კობა ბერიანიძესთან ერთად, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

„სოფელ ხურვალეთის ერთ უბანს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს, წყალი მათ გრაფიკით მიეწოდებათ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად დამატებით მონტაჟდება ჭაბურღილი. პროექტის დასრულების შემდეგ კი 120-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს და სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

ხურვალეთში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე, სპორტული მოედნის მოწყობაც მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივების გადაწყვეტილებით დაიწყო და მალე დასრულდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები