კულტურა
15.09.2023 13:49
გორის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
გორის თეატრი ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარსდგება სპექტაკლით „დაუძახე-ბროწეულო, პურის თავთავო!“

შეგახსენებთ, თანამედროვე სპარსი დრამატურგის, ამირ დეჟაქამის პიესა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჰაინე- შველიძემ დადგა. სპექტაკლში კახა ბერიძე და გიორგი გოგუაძე მონაწილეობენ.

რაც შეეხება წარმოდგენის შინაარსს, პიესა - „დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო!“ სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით გვიყვება ერთი პიროვნების მეტამორფოზას სიყვარულის გზაზე, გაცხოველებიდან კათარზისამდე და გვიჩვენებს გმირის თავდაპირველ კონფლიქტს შემქმნელთან და შემდგომი მონანიების პროცესს.

სპექტაკლის ჩვენება 22 სექტემბერს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.
კვირის ამბები