საზოგადოება
15.09.2023 11:23
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ - ირაკლი ღარიბაშვილი

დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, გაუნულდებათ დავალიანება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტუდენტთა დავალიანება ჯამში 40 მლნ. ლარს შეადგენს.

„სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა. 40 მლნ ლარის დავალიანებაა. მინდა მივმართო ჩვენს - მინისტრებს განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, რომ შედგეს კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მიეცეთ, საშუალება კვლავ შეძლონ გააგრძელონ სწავლა”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კვირის ამბები