დღეიდან, 15 სექტემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
როგორც „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს, წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ბაღებში 6 ათასამდე აღსაზრდელი ეყოლებათ, მათგან 917 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში პირველად ჩაირიცხა.
2023-2024 სასწავლო წელს ექსპლუატაციაში შევიდა რეაბილიტირებული კარალეთის პირველი ბაღი. აღსაზრდელების პირველი ნაკადი მიიღო ხელთუბნის და საქაშეთის ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებმაც.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.