გორის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს.
მიმდინარე წელს, მერიის თანადაფინანსებით 13 ორგანიზაციის 18 პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც, სხვადასხვა სახის მომსახურება 2000-ზე მეტ ბენეფიციარს გაეწია.
რაც შეეხება კონკრეტული პროგრამების და განმახორციელებელი ორგანიზაციების ჩამონათვალს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, 2023 წელს, შემდეგი პროექტები დააფინანსა:
„შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურების უზრუნველყოფის პროექტი“ - პარტნიორი ორგანიზაციაა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.
ბენეფიციარი - 25 შშმ ბავშვი.
მიზანი - ცენტრის ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
პროექტი „ხანდაზმულთა შინმოვლა გორსა და მის მიმდებარე სოფლებში“ - პარტნიორი ორგანიზაციაა „საქართველოს სამარიტელთა კავშირი“.
ბენეფიციარი - 90-მდე მოხუცი.
მიზანი - გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და გადაადგილებაშეზღუდული მოხუცების საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა
პროექტი „ხანდაზმულთა ხიბლი“ - პარტნიორი ორგანიზაცია ა სკრის სათემო ასოციაცია „ბეთლემი“.
ბენეფიციარი - 20-მდე მოხუცი
მიზანი - მზრუნველობას მოკლებული მარტოხელა მოხუცების საზოგადოებაში ინტეგრირება და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფა;
პროექტი „ფერადი დღიურები“ - პარტნიორი ორგანიზაცია - სკრის სათემო ასოციაცია „ბეთლემი“.
ბენეფიციარი - 20 - მდე ბავშვი.
მიზანი - სოციალურად დაუცველი შშმ და დევნილი მოზარდების საზაფხულო ბანაკში დასვენება.
პროექტი „რეკრეაცია ბავშვებისთვის“ - პარტნიორი ორგანიზაცია - ,,საზოგადოება ბილიკი“
ბენეფიციარი - 40-მდე ბავშვი.
მიზანი - სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-დან 18 წლამდე ასაკის შვილებისთვის (საოჯახო სახლის აღსაზრდელები) საზაფხულო ბანაკში დასვენება;
პროექტი „თანადგომა“ - პარტნიორი ორგანიზაციაა „საზოგადოება ბილიკი“.
ბენეფიციარი - 60 მოქალაქე.
მიზანი - დღის ცენტრის 6-დან 60 წლამდე ბენეფიციარების საკვებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
პროექტი „შინმოვლის განვითარება საქართველოში“ - პარტნიორი ორგანიზაციაა საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“.
ბენეფიციარი - 200-მდე მოქალაქე
მიზანი - სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისა და შშმ პირების შინმოვლის სერვისებით უზრუნველყოფა;
პროექტი „საქმიანობათა ცენტრში გორში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის“ - პარტნიორი ორგანიზაციაა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“.
ბენეფიციარი - 1000 -მდე მოქალაქე.
მიზანი - გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა;
პროექტი „ღირსეული სიბერე“ - პარტნიორი ორგანიზაციაა ასოციაცია „თანხმობა“.
ბენეფიციარი - 100-მდე ხანდაზმული.
მიზანი - გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი, სოციალურად დაუცველი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია;
პროექტი სარეაბილიტაციო კურსი შშმ ბავშვებისთვის - პარტნიორი ორგანიზაციაა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.
ბენეფიციარი - 25-მდე შშმ პირი
მიზანი - შშმ პირების (ბავშვების) სარეაბილიტაციო კურსით უზრუნველყოფა საზღვაო კურორტზე;
პროექტი სარეაბილიტაციო კურსი ვეტერანებისთვის - პარტნიორი ორგანიზაციაა ომის და სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი.
ბენეფიციარი - 20-მდე შშმ პირი.
მიზანი - შშმ პირების სარეაბილიტაციო კურსით უზრუნველყოფა საზღვაო კურორტზე;
პროექტი „ხელი-ხელს“ - პარტნიორი ორგანიზაციაა „საზოგადოება ბილიკი“.
ბენეფიციარი - 105 ბავშვი.
მიზანი - განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობა;
პროექტი „საკვების მიწოდების სერვისი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველ პირთათვის“ - პარტნიორი ორგანიზაციაა „საქართველოს სამარიტელთა კავშირი“.
ბენეფიციარი - 20 მოქალაქე.
მიზანი - სოციალურად დაუცველი და გადაადგილება შეზღუდული მოქალაქეების სადილით უზრუნველყოფა;
პროექტი უკიდურესად გაჭირვებული მოხუცების თავშესაფრით უზრუნველყოფა -
პარტნიორი ორგანიზაციაა ა(ა)იპ „შენი თბილი კერა“.