სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად გორში საქველმოქმედო აქცია გაიმართება.
ორგანიზაციის - „ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის“ ცნობით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 17 სექტემბრის ჩათვლით, შეაგროვებენ როგორც თანხას, ასევე, სასკოლო ნივთებს და სოციალურად დაუცველ ბავშვებს დაეხმარებიან.
„სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება, ბევრ ბავშვს კი ჯერაც არ აქვს ტანსაცმელი, ჩანთა და სხვა სასკოლო ნივთი. სამწუხაროდ, მათ მშობლებს არ აქვთ საკმარისი თანხა.
ვაგროვებთ, როგორც თანხას (1 ლარიც მნიშვნელოვანია), ასევე, სასკოლო ნივთებს: ჩანთები, ტანსაცმელი, კალმები, ფანქრები, რვეულები და ა. შ. ნივთების მოტანა შეგიძლიათ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 17 სექტემბრის ჩათვლით“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:
#GE86TB7064145061100107, მიმღები ხატია ხაბაშვილი (დანიშნულებაში უთითებთ - „საქველმოქმედო“).
დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოთ ნომერზე 599 26 10 08.