ხალხური რეწვის ოსტატი ნანული აზიკური თემაზე - „ქართული ფარდაგის ქსოვის საფუძვლები“, გორში მასტერკლასს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც ეხერხებათ ქსოვა. მსურველებმა განაცხადის ფორმა ელექტრონულად უნდა შეავსონ.
ღონისძიება დაგეგმილი იყო 19 სექტემბერს, თუმცა, გადაიდო და 2 ოქტომბერს,12:00 საათზე გაიმართება. მასტერკლასს გორის შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნო (სანაპიროს №26) უმასპინძლებს.
ცნობისთვის, მასტერკლასს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა“ ფარგლებში მართავს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება