საზოგადოება
12.09.2023 13:42
სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის წესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და ქვეითების და სატრანსპორტო საშუალებების შესვლა კვლავ ჭავჭავაძის ქუჩიდან იწარმოებს
როგორც ქვეითების, ისე სატრანსპორტო საშუალებების ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესვლა, კვლავ წარმოებს ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ცენტრალური შესასვლელიდან“, - აღნიშნულია ჰოსპიტლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესვლის წესი დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს და 12 სექტემბრიდან, როგორც ქვეითების, ისე სატრანსპორტო საშუალებების ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესვლა, ანტონოვის ქუჩაზე მოქმედი სათადარიგო შესასვლელის ნაცვლად, კვლავ წარმოებს ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ცენტრალური შესასვლელიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისიდან, სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლა წარმოებდა ჰოსპიტლის სამხრეთით, ანტონოვის ქუჩაზე არსებული სათადარიგო შესასვლელიდან.
კვირის ამბები