ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბინზეს გრანტების კონკურსს აცხადებს.
ასოციაციის ინფორმაციით, გრანტის მოსაპოვებლად განაცხადი შეუძლიათ შეიტანონ ორი მიმართულებით: ბიზნეს განაცხადი სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად, ან განსავითარებლად და გარკვეულ მოკლევადიან სამუშაოზე დაფუძნებული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად და შესაბამისი ინვენტარის შესაძენად.
რაც შეეხება კონკურსის მონაწილეებს, მონაწილეობა შეუძლიათ 2008 წლის აგვისტოს შედეგად დაზარალებულ ქალებს 18 წლიდან ზევმოთ, რომლებიც ცხოვრობენ შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (ერგნეთი, ზერტი/კირბალი, კოშკა/გუგუტიანთკარი, მერეთი, კარალეთი, გარეჯვარი, ქერე, ბერშუეთი, კნოლევი) და დევნილთა ჩასახლებებში (შავშვები, ვერხვები, კარალეთი, ხურვალეთი, ბერბუკი, საქაშეთი, სკრა, მოხისი, მეტეხი, თელიანი).
„კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი მიკრო-ბიზნესის შექმნას, ან არსებული მცირე ბიზნესის გაფართოებას, სასიცოცხლოდ აუცილებელი მასალის, ან მომსახურების (მაგ. საკონსულტაციო, საგანმანათლებლო) შეძენით.
კონკურსის შედეგად დაფინანსდება მინიმუმ 10 განაცხადი. თითოეული 1000 ევროს ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი და სავალდებულო მოთხოვნებია:
შესაბამისი განაცხადის შევსება და სამდღიან ტრენინგი მონაწილეობა, რომელიც გორში, სექტემბრის მეორე ნახევარში ჩატარდება.
ტრენინგში მონაწილეობისას ანაზღაურდება ტრანსპორტირების და კვების ხარჯები“, - ნათქვამია ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე:
https: // docs. google. com /…/1FAIpQLSfAqxYHjK3bHjgVs…/viewform…
ცნობისთვის, კონკურსი ცხადდება The Trust fund for victims მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც GCRT ახორციელებს ასოციაცია „თანხმობასთან“ და „ინდიგოსთან“ თანამშრომლობით.