საზოგადოება
12.09.2023 12:39
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

საქართველოს საპტრიარქოს ცნობით, რეგისტრაციის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია საპატრიარქოში 16 სექტემბრის (12:00 საათიდან 16:00 საათამდე) ჩათვლით უნდა წარადგინონ.

„იწყება სამოცდამერვე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერის და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადების და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4 - ზე დაბეჭდილი და CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15 - ზე დაბეჭდილი და CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონი: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები