კულტურა
12.09.2023 11:02
„ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის ბაღი“ - ხელოვნების სახლი გამოფენისთვის ემზადება

ხელოვნების სახლში გამოფენა სახელწოდებით „ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის ბაღი“ გაიმართება.

გამოფენა აერთიანებს შვიდი  განსხვავებული ხელოვანის (ანა ქორქია, გიორგი კარტოზია, გიორგი შენგელია, გიორგი ვარდიაშვილი, მარიამ მზესუ გიუნაშვილი, მარი ყალაბეგაშვილი, ტბელ აბუსერიძე) შემოქმედებას.

„გამოფენა სახელწოდებით „ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის ბაღი“ აერთიანებს შვიდი განსხვავებული ხელოვანის სხვადასხვა მედიუმში გადათარგმნილ ურთიერთობის ფორმებს სამყაროსთან, მათ შორის საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან, ცხოველებთან და ბუნებასთან. სწორედ ეს ურთიერთობებია მწუხარების და სიხარულის მონაცვლეობის სათავე, რომელთა ერთობაც, საბოლოოდ, ცხოვრებას ქმნის.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ხელოვნების სახლი ავრცელებს.

ცნობისთვის, გამოფენა 17 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება.

პროექტი „Art House 20 23“ გორელ ფოტოგრაფთა კლუბის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები