ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, გორელმა სპორტსმენმა გიორგი ტერაშვილმა (73 კგ.) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ტერაშვილმა, რომელიც კლუბ „გორიჯვრის“ წარმომადგენელია, მაკედონიელი, ბელგიელი, ბულგარელი და ბრიტანელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი, პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ოთარ კვანტიძეს ვაზარით მოუგო და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
მედლის გარეშე არ დარჩენილა გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელი ლუკა ბაბუციძეც (81 კგ.). სპორტსმენმა ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბაბუციძემ გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ვაზარით უკრაინელი სტანისლავ კორხემლიუკი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრები გუნდურში ევროპის ჩემპიონი გახდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება