საზოგადოება
17.02.2020 09:41
უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.

დღეს, 17 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნახევრადღრუბლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი, -2 გრადუსია მოსალოდნელი.

18-დან 22 თებერვლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა კი დღისით +13 გრადუსამდე მოიმატებს, ღამის საათებში კი, 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.  

 

კვირის ამბები