საზოგადოება
11.09.2023 15:34
წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება

წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება და ისინი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორმაგდება სტიპენდიის მიმღებ სტუდენტთა რაოდენობაც - 2500-ის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 სტუდენტი მიიღებს.

„დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით 2 500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას, დახმარებას გავაორმაგებთ. დღეიდან თითო სტუდენტზე სტიპენდია გახდება სამასი ლარი და 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს . შეიძლება, ეს სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენის სტუდენტების. კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდება, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კვირის ამბები