მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
მათესა და მარკოზის სახარებების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. ნათლისმცემელი უდაბნოში ცხოვრობდა, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მონანიებისაკენ მოუწოდებდა. სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში.
ძველი ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I-ის თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის, ჰეროდიადას და მისის ქალიშვილის, სალომეას საამებლად, იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა, რადგან ნათლისმცემელმა ამხილა იგი: „არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი“.
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება