საზოგადოება
11.09.2023 11:35
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა

მაროკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარადა და 2100-ს გადააჭარბა, ამასთან, უამრავი ადამიანია დაკარგული და სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. ყველაზე რთული მდგომარეობაა მარაკეშის სამხრეთით მდებარე მთიან სოფლებში.

მაროკოში სამაშველო ოპერაციებში დასახმარებლად მაშველთა ჯგუფები ჩავიდნენ ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. მაროკოს მთავრობას დახმარება უკვე შესთავაზა საფრანგეთმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

ცნობისთვის, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა.

კვირის ამბები