კულტურა
11.09.2023 11:34
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი 179-ე თეატრალურ სეზონს 23 სექტემბერს გახსნის

გორის თეატრი 179-ე თეატრალურ სეზონს 23 სექტემბერს გახსნის.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ახალ შემოქმედებით სეზონს თეატრის, წინა წლის აღიარებული სპექტაკლით გახსნის.

მაყურებელი ნოდარ მაჭარაშვილის მოთხრობის - „ქეიფი სოლოლაკში“ მიხედვით დადგმულ პიესას იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა.

„ქეიფი სოლოლაკში“ მოგვითხრობს საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელ კონსტანტინე (კოტე) აფხაზზე, მის თანამოაზრეებზე, თანამებრძოლებზე და მოვლენებზე რომელიც იმ პერიოდის საქართველოში ვითარდებოდა.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში ტელ: 0370277932; 577390350 ან ონლაინ საიტზე www. biletebi. ge

კვირის ამბები