საზოგადოება
11.09.2023 11:30
გორის მუნიციპალიტეტის მერია სპორტული მინიმოედნების მოწყობას აგრძელებს
სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია სპორტული მინიმოედნების მოწყობას აგრძელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც შესაბამისი სამუშაოებია დაგეგმილი, გორში, გვერდწითელისა და ნადირაძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაა.
სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ როგორც ფეხბურთი, ასევე კალათბურთი.

„გორის მუნიციპალტეტის მერიისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტად ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, ამ მიზნით, 2023 წელს, გორის მუნიციპალიტეტში კიდევ 13 სპორტული მოედანი მოეწყობა“, - აცხადებენ მერიაში.
კვირის ამბები