გორის ხელოვნების სახლში ამერიკელი ფოტოგრაფის ჰეილი სედლერის ფოტოგამოფენა „სახლიდან შორს“ გაიხსნა.
ხელოვნების სახლის ინფორმაციით, ფოტოგრაფმა 2022 წლის აგვისტო თბილისში გაატარა და იმ უკრაინელი ლტოლვილების ყოველდღიური ცხოვრების აღწერას დაუთმო, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო საკუთარი სახლები დატოვეს.
„გამოფენა „სახლიდან შორს“ თავდაპირველად „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა. პროექტი იკვლევს საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ოჯახების გამოცდილებას, განსაცდელის და დანაკარგის მოგონებებთან ჭიდილს“, - აღნიშნულია ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების ფარგლებში, ჰეილი სედლერთან შეხვედრაც გაიმართა, სადაც ფოტოგრაფმა საკუთარი პროფესიული გამოცდილების და მიდგომების შესახებ ისაუბრა.
ცნობისთვის, გამოფენა 3 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი ქართულ არაკომერციულ ორგანიზაცია Museograph-ს და Home Collective-ს შორის კულტურული თანამშრომლობაა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება