საზოგადოება
11.09.2023 11:10
ჭადრაკის გაკვეთილები პირველკლასელების მსგავსად, მე-2 კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო ხდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე სასწავლო წლიდან, პირველკლასელების მსგავსად, საჯარო სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები მე-2 კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო გახდება.

ჭადრაკის გაკვეთილები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში ჩაუტარდებათ მეორეკლასელებს.

შეგახსენებთს, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პირველკლასელთათვის ჭადრაკის სავალდებულო საგნად შესწავლა 2022-2023 სასწავლო წელს დაიწყო.

კვირის ამბები