საპენსიო ასაკის იმ პედაგოგებზე, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებაზე უარი თქვეს და სახელმწიფო ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვეს, შესაბამისი ფულადი თანხების გაცემა დაიწყო.
პირველ ეტაპზე სახელმწიფო შეთავაზებით სარგებლობის სურვილი ექვსი ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა (შიდა ქართლიდან 400-ზე მეტი პედაგოგი) ჯილდოს სახით, ისინი ორი წლის ჯამური ხელფასს მიიღებენ. ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ჯილდოს აღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს წლის ბოლომდე კიდევ ექნებათ.
ის მასწავლებლები კი, რომლებმაც რეფორმის ფარგლებში სტატუსი უკვე აიმაღლეს, გაზრდილ ხელფასს ოქტომბერში აიღებენ.