„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა“ , მიმდინარე წლის დასაწყისში დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის გორის მუნიციპალიტეტს დაფინანსება გაუზარდა,- ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გაზრდილი ფინანსური რესურსით გორის მერიამ სამი ინფრასტრუქტურული პროექტი დააფინანსა და გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით უწყებამ ტენდერები გამოაცხადა.
რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ტენდერები მიმდინარეობს ტყვიავში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის 1 103-მეტრიანი მონაკვეთის, ლომონოსოვის ქუჩის (სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 579 მეტრი) და ბროწლეთში, 468 მეტრიანი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის მიზნით.
ცნობისთვის, 2023 წელს, ფონდის მიერ, გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 9, 4 მილიონამდე ლარია.