დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესს იწყებს.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს ყველა ის ოჯახი დაექვემდებარება, რომელსაც მინიმუმ 1 ქულა მიენიჭა.
მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან.
„სახლების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს. დევნილ ოჯახებს, რომლებმაც სოფელ ძევერაში განსახლების მოთხოვნით განაცხადები შეავსეს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წინასწარი ქულები მიენიჭათ. აღნიშნული ქულები სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სიის გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა. კორექტირებული სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა“, - აცხადებენ სააგენტოში.