საზოგადოება
08.09.2023 12:05
გორის მუნიციპალტეტში წელს ინფრასტრუქტურული პროექტები 112 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში წელს ინფრასტურუქტული პროექტების განხორციელება 112 დასახლებულ პუნქტში დაიგეგმა.

პროექტების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი მიმდინარეობს.

გორის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ხოლო დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა. პროექტების ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები წელს ხორციელდება: გარეგანთება მოეწყობა 19 სოფელში (ოლოზი, თხილნარა, არაშენდა, საქაშეთი, ახალშენი, კარალეთი, დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, ქერე, კვარხეთი, ზემო ხვითი, მეღვრეკისი, ტყვიავი, ველები, უფლისციხე, ფხვენისი, ძევერა, სათემო, ქიწნისი);

გზები კეთილმოეწყობა 20 სოფელში (დიდი ატენი, ფუხაანთუბანი, ჭეჭელანთუბანი, ჯებირი, ახალუბანი, ბერბუკი, ქვემო ბოშური, ბერშუეთი, ქვემო ახალსოფელი, მერეთი, ზარდიანთკარი, კარბი, მეჯუდისპირი, ზემო ნიქოზი, ფლავისმანი, ნაწრეტი, წითელუბანი, შინდისი, ქვემო ხვითი, ღვარები);

შენობების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა განხორციელდება 3 სოფელში (არბო, დიდი მეჯვრისხევი, ბროწლეთი);

სანიაღვრეების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდება 8 სოფელში (ჯარიაშენი, ზემო რეხა, თორტიზა, სკრა, კოშკები, პატარა გორიჯვარი, ქვემო რიეთი, ტირძნისი);

სარწყავი წყლის სისტემები მოეწყობა 7 სოფელში (პატარა ატენი, დეგეული, წედისი, გუგუტიანთკარი, კოშკა, ქვემო ნიქოზი, ფლავი);

სასაფლაოები შემოიღობება 10 სოფელში (ოლოზი, ქვემო არცევი, ხელთუბანი, ზემო ბოშური, იფნარა, ორმოცი, ქორდი, ზეღდულეთი, თერგვისი, მარანა);

სასმელი წყლის სისტემები მოეწყობა 15 სოფელში (ბნავისი, გარდატენი, ზემო ქსოვრისი, სვენეთი, ბობნევი, ლევიტანა, ტუსრევი, ყველაანთუბანი, კირბალი, მღებრიანი, ტამი, საყავრე, ფიცესი, წითელწყარო, ოთარშენი);

სკვერები კეთილმოეწყობა 19 სოფელში (აძვი, მუმლაანთკარი, ქვეში, ციცაგიანთკარი, დიცი, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, ზემო სობისი, ქვემო სობისი, სათბურის დასახლება, ზერტი, ფაბრიკის დასახლება, ბეთლემი, დიდი გორიჯვარი, ტინისხიდი, თედოწმინდა, ერგნეთი, შერთული, ხიდისთავი);

საბავშვო ბაღის ეზო კეთილმოეწყობა სოფელი ახრისში;

სპორტული სივრცეები კეთილმოეწყობა 7 სოფელში (ახალდაბა, ქვახვრელი, ქვემო შავშვები, ნადარბაზევი, პატარა ხურვალეთი, შავშვები, ყელქცეული);

ხიდების, ხიდბოგირების, გადასასვლელების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდება 4 სოფელში (ქვემო რეხა, ბიისი, გაგლოაანთუბანი, ლული).

ცნობისთვის, განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

 

კვირის ამბები