კულტურა
08.09.2023 12:04
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სცენარების კონკურსი დაიწყო

საერთაშორისო კინო და თეატრალური ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სცენარების კონკურსი დაიწყო.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის შედეგად საუკეთესო სცენარის ავტორები გამოვლინდება და გამარჯვებული სცენარების მიხედვით მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადაიღებენ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მომზადებული სცენარი ელექტრონულ მისამართზე: artwithoutborder 13 @ yahoo. com უნდა გააგზავნონ. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 13 სექტემბერია.

კვირის ამბები