საზოგადოება
08.09.2023 11:24
ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა“ გორის მუნიციპალიტეტს დაფინანსება გაუზარდა

2023 წელს, გორის მუნიციპალიტეტში  „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტების უმრავლესობა დასრულდა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ,  წლის დასაწყისში დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ფონდმა, აგვისტოში, გორის მუნიციპალიტეტს დაფინანსება გაუზარდა.

გაზრდილი ფინანსური რესურსით გორის მერიამ სამი ინფრასტრუქტურული პროექტი დააფინანსა. აღნიშნული პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით უწყებამ ტენდერები უკვე გამოაცხადა.

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 9, 4 მილიონამდე ლარია.

რაც შეეხება უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ჩამონათვალს, ასე გამოიყურება:

ტყვიავსა და  ახალსოფელში  მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია;

წედისის, ბნავისის, ოლოზის და ღვარების მიმართულებით დასრულდა გზის რეაბილიტაცია (რეაბილიტირებული გზის მონაკვეთის სიგრძე 5 800 მეტრია).

ქვახვრელში დასრულდა ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (რეაბილიტირებული გზის მონაკვეთის სიგრძე 1 708 მეტრია).

რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა  ფხვენისისა და ქვემო ხვითის დამაკავშირებელ გზის 1 582 მეტრიან მონაკვეთზე;

შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა ახალდაბაში (საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 1 329 მეტრია);

 ტინისხიდში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა (გზის მონაკვეთის სიგრძე  823 მეტრია);

სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სობისში.

 

კვირის ამბები