სპორტი
15.02.2020 23:15
გენო ევროპული ოქროსთვის იბრძოლებს

გენო პეტრიაშვილი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალშია.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა, რომში მიმდინარე კონტინენტის ჩემპიონატზე, დღეს დიდებული საშეჯიბრო დღე ჩაატარა. პირველ პაექრობაში გენომ ესპანელი კუბა ვასკესი დაამარცხა გამანადგურებელი ანგარიშით 10:0, შემდეგ სძლია რუსეთის ნაკრების წევრ ბალთაზ ციჟიპოვს 11:0, ნახევარფინალში კი, უკრაინელ მოწინააღმდეგეს, ოლექსანდრ ხოციანოვსკის 7:2 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

ფინალში, რომელიც ხვალ გაიმართება, გენოს მეტოქე პოლონელი რობერტ ბარანი იქნება.

აქვე დავამატებთ, რომ გენო მეორედ შეუტევს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს, აქამდე იგი ერთხელ იყო ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატი კი სამჯერ აქვს მოგებული.

კვირის ამბები