საზოგადოება
07.09.2023 13:51
გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2023 წელს გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, სასმელი წყლის მოწყობა-რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში, ახალსოფელში, პატარა მეჯვრისხევში, ტყვიავში, საქაშეთში, ხურვალეთში და ვარიანის მეურნეობაში მიმდინარეობს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სამუშაოების ნაწილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კვირის ამბები