საზოგადოება
07.09.2023 13:19
გერმანელი მოხალისეები გორში ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების კუთხით იმუშავებენ

გერმანელი მოხალისეები - კაი გოელერი და ფრანცისკა მილერი, 12 თვის განმავლობაში, მოხალისეობრივი მობილობის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის და ახალგაზრდების განვითარების კუთხით იმუშავებენ.

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გერმანელი მოხალისეები პროექტის - „აღმოაჩინე კავკასია“ ფარგლებში იმყოფებიან გორში. პროექტის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება.

ცნობისთვის, გორის განვითარების სააგენტო, გერმანულ ორგანიზაცია  European Intercultural Forum e. V- სთან ერთად, ახორციელებს ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „აღმოაჩინე კავკასია“.

კვირის ამბები