საზოგადოება
07.09.2023 12:55
სოციალური გრანტის მოპოვებისთვის განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის მიზანი სტუდენტთა მაქსიმალური ხელშეწყობაა.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს წინა წლებში მოქმედი შემდეგი სოციალური კატეგორიების დაფინანსებას: მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები, სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები, ობოლი (უდედმამო) სტუდენტები, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით70000 და ქვევით), სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები, სტუდენტები, რომელთაც რეპატრიანტის სტატუსი ჰქონდათ მოპოვებული, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები და

საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები” - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცლებს.

ცნობისთვის, მსურველებს განაცხადის გაკეთება ელექტრონულად, ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე: socreg. mes. gov. ge /login / შეუძლიათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 26 სექტემბერი.

კვირის ამბები