საზოგადოება
07.09.2023 12:04
კომუნალური სერვისებით სარგებლობას მოქალაქეები იუსტიციის სახლებსა და მობილური იუსტიციის სახლებშიც შეძლებენ

ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების სერვისებით სარგებლობა მოქალაქეებს იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ.

იუსტიციის სახლისა და სემეკის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომუნალურ მომსახურებაზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, კომუნალური მომსახურების შესახებ საინფორმაციო ხასიათის ბანერები იუსტიციის სახლის 117 ფილიალში, მათ შორის გორშიც განთავსდა.

სერვისების მისაღებად, დაინტერესებული პირებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, მათ შორის, მობილურ იუსტიციის სახლში, ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე და ისარგებლონ შემდეგი სერვისებით: აბონენტად რეგისტრაცია, კომპანიებთან მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება, კომუნალური დავალიანების გადამოწმება, მომარაგების პრობლემის დაფიქსირება, მომარაგების შეწყვეტა და აღდგენა, მრიცხველის შემოწმება და დარიცხვის გადამოწმება.

კვირის ამბები