გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრატრუქტურის მოწყობა გრძელდება. ამ დროისთვის, გზის მოწყობის სამუშაოები სოფელ კოშკებში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 161 მეტრი სიგრძის ბეტონის გზის მოწყობა.
„საპროექტო გზის მონაკვეთი, რომლის მოწყობა-რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება, ნალექის დროს გაუვალი ხდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ გზის იმ მონაკვეთს, სადაც აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს, მდინარე სკრა კვეთავს. ამავე პროექტის ფარგლებში, მდინარეზე ხიდიც მოეწყობა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.